среда, 30 сентября 2015 г.

მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ

   

    ყოველ წელს 31 მაისს ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე. ამ დღის აღნიშვნით აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე და იმ ძირითად ღონისძიებებზე კეთდება, რას თამბაქოს მოხნარების შემცირების მიზნით უნდა გატარდეს.
    ჯანმრთლობის მსოფლიო ასამბლეამ  მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე დააფუძნა1987 წელს და ამით მსოფლიოს ყურადღება  თამბაქოს ეპიდემიაზე და მის ლეტალურ შედეგებზე მიაპყრო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები:

   * მსოფლიო მოსახლეობის 11%–მდე დაცულია საყოველთაო ეროვნული კანონებით თამბაქოს ბოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფის შესახებ;
    * თამბაქოს მეორადი ბოლისგან დაცულ ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდა და 2010 წელს  739 მილიონს მიაღწია, მაშინ როდესაც ამ ადამიანთა რიცხვი 2008 წელს  354 მილიონ ადამიანს შეადგენდა;
    * ბავშვების თითქმის ნახევარი რეგულარულად  თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს ისუნთქავს;
    * ბავშვების 40%–ზე მეტს, როგორც მინიმუმერთი მწეველი მშობელი ყავს;
   * ყოველწლიურად 600 000 ადამიანი ნაადრევად იღუპება თამბაქოს მეორადი ბოლის ზემოქმედების შედეგად;
   * 2004 წელს ბავშვებმა შეადგინეს თამბაქოს მეორადი ბოლის შედეგად სიკვდილობის ყველა შემთხვევის  31%;
   * თამბაქოს ბოლის შემადგენლობაში შედის 4000 – ზე მეტი ქიმიური ნივთიერება, საიდანაც მინიმუმ 250 ცნობილია როგორც მავნე, ხოლო 50 – ზე მეტიროგორც კანცეროგენული ნივთიერება;
   * ზრდასრულ ადამიანებში მეორადი ბოლი იწვევს ისეთ გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებებს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის კიბო. ჩვილ ბავშვებში მეორადი ბოლი იწვევს უეცარ სიკვდილს, ორსულებში კიმცირე წონის ნაყოფის დაბადებას.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს თამბაქოს ნაწარმზე გარკვეული შეზღუდვები და ჯარიმები. უმრავლეს შემთხვევაში აკრძალვის ძირითად მიზეზს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სახანძრო უსაფრთხოება.

  ფინეთი აღმოჩნდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც  2004 წლისთვის თამბაქოს გამოყენების  მთლიანად აკრძალვის  პროგრამა შეიმუშავა. 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც მკაცრად განისაზღვრა ტერიტორიები, სადაც არ შეიძლება მოწევა. მათ შორის, საბავშვო ბაღებში, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებებში და მათთან მიმდებარე სასეირნო ტერიტორიებზე. კანონის თანახმად, 2015 წლიდან სიგარეტები აღარ გაიყიდება სპეციალურ ავტომატებში. გარდა ამისა, შეიზღუდა ქვეყანაში სიგარეტის შეტანა.
 დიდ ბრიტანეთში 2006 წელს მიიღესჯანმრთელობის შესახებ კანონი,“ რომელიც კრძალავს სიგარეტის მოწევას საზოგადოებრივ  და სამუშაო  ადგილებზეასევე, საფეხბურთო სტადიონებზე. დარღვევის შემთხევაში არის ჯარიმა 50 ფუნტის ოდენობით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი გაიძევება სტადიონიდან. 2007 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, სიგარეტის მოხმარება იკრძალება ყველა რესტორანში, სასადილოში პაბსა და კლუბში. შოტლანდიაში ყველა ამ აკრძალვას დაემატა მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადგურებზე და გაჩერებებზე. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმაა 50 ფუნტი
 გერმანიაში 2008 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს ფედერალური კანონი მოწევის აკრძალვის შესახებ საზოგადოებრივ ადგილებში, სადგურებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გარდა ამისა, მოწევა იკრძალება ყველა დისკოთეკაზე, ბარსა და რესტორანში. ჯარიმა მერყეობს 5 ევროდან 1000 ევრომდე. გამონაკლისს წარმოადგენს ბავარია, სადაც ბარებსა და რესტორნებში სიგარეტის მოწევა დასაშვებია, თუ შენობის არენდა ეკუთვნის .. „დახურულ საზოგადოებას.“  თამბაქოს ნაწარმი არ გაიყიდება 18 წლამდე ასაკის პირზე.
საფრანგეთში მოქმედებს 2008 წლიდან ევროპის სხვა ქვეყნების იდენტური კანონი. აქაც თამბაქოს გამოყენება იკრძალება ყველა რესტორანში, კაფეში, ბარსა და დისკოთეკაზე. ასევე ყველა შენობაში აბრით „Tabac” (თამბაქოს გასაყიდი ადგილი). დამრღვევები ჯარიმდებიან 68 ევროთი, ხოლო შენობის მფლობელი – 135 ევროთი. მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ ადგილებში, სადაც დამონტაჟებულია მძლავრი გამწოვები.
ბელგიაში 2010 წლის იანვრიდან აკრძალულია მოწევა რესტორნებში და ისეთ კაფეებში, სადაც სასმელთან ერთად შესაძლებელია სადილის შეკვეთაც.
ხორვატიაში კანონი თამბაქოს აკრძალვის შესახებ მიიღეს 2008 წელს. აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ დახურული ტიპის შენობებზე. დამრღვევები ჯარიმდებიან 135 ევროთი, ხოლო შენობის მეპატრონე შესაძლებელია დაჯარიმდეს 20 000 ევრომდე.
თურქეთში 2008 წლიდან მოქმედებს კანონი საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შესახებ. აკრძალულია მოწევა სამთავრობო დაწესებულებებში, სავაჭრო ცენტრებში, სკოლებში, საავადმყოფოებში, სტადიონებსა და სამუშაო ადგილებზე. მოწევა ნებადართულია მხოლოდ ღია ადგილებში. სასტუმროებში გამოყოფილია სპეციალური ტერიტორიები.
სირიაში 2009 წლის ოქომბრიდან შემოიღეს აკრძალვები საზოგადოებრივ ადგილებში, როგორც სიგარეტის მოხმარებაზე, ასევე ჩიბუხებსა და ჩილიმზეც. ჯარიმა განისაზღვრება 50 ამერიკული დოლარის ოდენობით.

ყაზახეთში 2009 წელს მიიღესხალხის ჯანმრთელობის დაცვის კოდექსი,“ რომლის თანახმადაც აიკრძალა 18 წლამდე პირზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა. ასევე, მთლიანად აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში: საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებში, კვების ობიექტებში, თეატრებში, ცირკში, მუზეუმებში, კინოთეატრებში, საგამოფენო და სპორტულ დარბაზებში, დახურულ შენობებში, რომლებიც განკუთვნილია მასობრივი დასვენებისთვის, დისკოთეკებსა და კლუბებში. ასეთ ადგილებში აკრძალულია მოსაწევი ადგილების გამოყოფაც კი. აკრძალულია მოწევა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოებში. მოწევა დასაშვებია სპეციალურ ადგილებში აეროპორტებსა და ვაგზლებზე. დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია ჯარიმა 85 ამერიკული დოლარიდან 500 დოლარამდე.  
                  


Комментариев нет:

Отправить комментарий