понедельник, 19 октября 2015 г.

ჩვენი ვიდეორგოლი

 ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციის მიზნით  შევქმენით  ვიდეორგოლი. ჩვენ  სკოლაში ბევრი სპორტსმენია, ამიტომაც ჩვენ მიერ მოძიებული და გადაღებული სურათებით  გავაკეთეთ ვიდეო და გამოვაქვეყნეთ ინტერნეტ სივრცეში. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან ზეგავლენა მოახდინა როგორც პატარებზე ასევე უფროსებზე. მათ გამოიჩინეს ინტერესი და დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი მიაღწევენ დასახულ მიზანს და გახდებიან საქართველოს ჩემპიონები. ჩვენ გვსურს, რომ მათ სხვა ბავშვებიც შეუერთდნენ, ისინიც დაკავდნენ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით ჩაანაცვლონ სიგარეტი. დაიმახსოვრეთ: ,,თქვენი  ჯანმრთელობა  თქვენს  ხელშია!" 

пятница, 16 октября 2015 г.

ჯანსაღი ცხოვრების წესი-ჩვენი არჩევანია...


სპორტი გადაგვარჩენს... ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით დღეს მოვაწყეთ სპორტული შეჯიბრი.  მოვიწვიეთ თანატოლები და ვითამაშეთ ფრენბურთი სკოლის დარბაზში. მეგობრულმა თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. თამაშის შემდეგ გავესაუბრეთ მწეველ თინეიჯერს, რომელმაც გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და  აღნიშნა, რომ  მალე იგრძნო დაღლილობა, ამიტომ  სამომავლოდ  ნელ-ნელა შეამცირებს სიგარეტის მოწევას  და  ივარჯიშებს  სისტემატურად, რათა გახდეს გუნდის სრულფასოვანი წევრი. დავგეგმეთ მომდევნო თამაში...  



четверг, 15 октября 2015 г.

თამბაქო და საქართველოს კანონმდებლობა

კანონი: არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსაგან
1. აკრძალულია:
) არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა
) არასრულწლოვანთა მიერ ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია;
) ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე
2. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის შესახებ მიუთითონ თვალსაჩინო ადგილას.

вторник, 13 октября 2015 г.

ჩვენ ვირჩევთ პლანეტას თამბაქოს კვამლის გარეშე

 ჩვენი და თანატოლების  ნახატებში გამოხატული პროტესტი... პროექტის ფარგლებში სკოლაში მოვაწყეთ  ნახატების გამოფენა  დევიზით "ცხოვრება თაბბაქოს კვამლის გარეშე".  ამ გამოფენამ ხელი შეუწყო თანბაქოს მავნებლობის აღქმას  და  მომავალ თაობაში  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

                                    შემოგვიერთდი!


კონკურსში გამარჯვებული ნახატები


понедельник, 12 октября 2015 г.

კონფერენცია " პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე"

   კონფერენციის მიზანი: თამბაქოს წევის, როგორც მავნე ჩვევის გააზრება, ჯანმრთელობაზე ნიკოტინის უარყოფითი გავლენის აღქმა; თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
  კონფერენციას ესწრებოდნენ VII-XII კლასის მოსწავლეები, მოწვეული მწეველი თინეიჯერები, სკოლის დირექტორი ნათია სებისკვერაძე, მასწავლებლები, მანდატური, მოწვეული ექიმი, ფსიქოლოგი, მშობლები. კონფერენციის ჩასატარებლად მოვამზადეთ შესაბამისი მასალა. თავდაპირველად ვისაუბრეთ თამბაქოს წარმოშობაზე, შემდეგ დამსწრე საზოგადოებას გავაცანით თამბაქოს მავნე თვისებები და სტატისტიკური მონაცემები, მოვუწოდეთ ჩვენს თანატოლებს აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი.  გამოსვლებს თან ერთვოდა პრეზენტაცია, შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა.


 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ:
ექიმი-დერმატოლოგი ქ-ნი  ბელა წოწორია -  ხაზი გაუსვა იმ არასასურველ შედეგებზე, რაც თამბაქოს მოხმარებას შეიძლება მოჰყვეს;
სკოლის დირექტორი ქ-ნი ნათია სებისკვერაძე (ბიოლოგიის მასწავლებელი)- აღნიშნა რომ თამბაქო უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. მოუწოდა მოსწავლეებს, რომ არ გაეკარონ მას, რადგან თამბაქო უარყოფოთად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. გამოიყენა რესურსი, აჩვენა თუ როგორ აზიანებს თამბაქო სასიცოცხლო ორგანოებს.
კომფერენცია დასრულდა დისკუსიით. დისკუსიაში ჩაერთო ფსიქოლოგი,
ქიმიის მასწავლებელი ლია ცხოვრებაშვილი, მოწვეული სტუმრები. თანატოლებმა ისაუბრეს ცხოვრების ჯანსაღ წესზე და გამოთქვეს საკუთარი აზრი.


среда, 7 октября 2015 г.

იფიქრეთ თქვენს სულიერ სილამაზეზე!

     ჩვენ ამ პოსტის საშუალებით გვინდა მივმართოთ თამბაქოს მომხმარებლებს და ვუთხრათ, რომ სიცოცხლე არის უფლის საჩუქარი და არავის აქვს უფლება რომ ხელყოს ის  და იმედია არავის გაუჩნდება  თამბაქოს მოხმარების ინტერესი.
     ჩვენ  წინა პოსტებში უკვე დავადგინეთ, თუ რა ხორციელი მავნებლობა მოაქვს თამბაქოს, აქედან გამომდინარე დავინტერესდით მის სულიერ ზიანზე. ჩვენ წავიკითხეთ მრავალი ბერის, მამოს, არქიმადრიტის და სხვა სასულიერო პირის შეხედულებები თამბაქოზე, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენ სულიერ მამას, აეროპორტის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელ-მსახურ მამა ბენედიქტეს, გავსაუბრებოდით და მოგვესმინა მისი აზრი თამბაქოს მავნებლობაზე. საუბარი  დამაფიქრებელი   და მრავლისმთქმელი აღმოჩნდა. მამაომ მეტად საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა:

"ადამიანის ქრისტიანული ცხოვრების მიზანია-ღმერთთან ცხოვრება და ამ ერთობის  გზით ნეტარი მარადიული ცხოვრების მოპოვება.ამ დიადი მიზნის მიღწევაში ადამიანს ხელს უშლის ვნებები და ცოდვები . ვნებების ტყვეობაში მოქცეული სული იბილწება,გონება განიცდის კვდომას, ხოლო ნება ხდება უძლური.                                              რაიმე ცხოვრებისეული ჩვევა,რომელზეც ადამიანი დამოკიდებულია,ხდება მისი მონა,საზიანოა ადამიანის სულისთვის.ერთ-ერთი ასეთ მავნე ჩვევას წარმოადგენს სიგარეტის მოწევა,რომელიც ორგანიზმის არაბუნებრივ მოთხოვნილებაა, აი ამ არაბუნებრივ  მდგომარეობასაა დამონებული მილიონობით ადამიანი,რომელთა აბსოლიტურ უმრავლესობას სურს დაანებოს მოწევას თავი,მაგრამ ვერ ანებებს.ესაა ავადმყოფური დამოკიდებულება და შესაბამისად წარმოადგენს ცოდვას.                               
    თამბაქოს მოხმარებას გააჩნის სატანური წარმომავლობა.ცნობილია,რომ თამბაქო ევროპაში შემოვიდა ამერიკის კონტინენტიდან,სადაც ინდიელები(აცტეკთა ტომი) მას იყენებდნენ „დიადი სულის“ თაყვანისცემისადმი მიძღვნილ რიტუალებში.აცტეკთა წარმართული ღმერთების რიტუალური ტაყვანისცემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა თამბაქოს მოწევა.რასაც კეთილი ფესვები არ გააჩნია,მას არ შეუძლია მოიტანოს დადებითი შედეგი.
      მოწევა ცოდვათ ითვლება ასევე იმიტომ ,რომ აზიანებს ჯანმრთელობას.წმინდა მამათა სწავლებით სიცოცლე და ჯანმრთელობა ღმერთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარის,რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს სიკეთეში.ღვთისაგან მოცემული ამ შეუფასებელი ძღვენისადმი არაკეთილსინდისიერი,არაკეთილგონივრული დამოკიდებულება წარმოადგენს ცოდვას.უკვე დამტკიცებულია,რომ თამბაქოს მოწევა იწვევს ტუჩის,ყელისა და ფილტვების კიბოს,სისხლძარღვთა შევიწროებასა და ცუდ ზეგავლენას ახდენს საკვების მონელებაზე.
      მოწევა ცოდვაა, ვინაიდან იგი ბილწავს სხეულს მყრალი კვამლითა სუნითა და შხამით,ხოლო სხეული არის სულიწმინდის ტაძარი.წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს,,ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ”. (1კორ. 3:16-17).
     ბევრს ეს ცოდვა მიაჩნია მცირე,“არამომაკვდინებელ ცოდვად“.მაგრამ ამ “არამომაკვდინებელ ცოდვას“ ისე ყავს დაპყრობილი ადამიანი,რომ იგი ხდება მისი მონა,უფრო ზუსტად თუ ვიტყვით-ეშმაკის მონა.ღვთისმსახურებაზე საკმევლი კმევა,მისი კეთილსურნელება სათნოა ღვთისათვის,ხოლო თამბაქოს არასასიამოვნო და შხამიანი გამონაბოლქვი სასიამოვნოა ეშმაკისათვის.
     დღეს მილიონობით ადამიანი ნებაყოფლობით წირავს მსხვერპლს ეშმაკს.წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი წერდა:“ღვთის სიტყვის ნაცვლად გულმოდგინედ ითესება მიწიერი სიტყვა,საკმეველის ნაცვლად-თამბაქო.უბედური ქრისტიანები.მთლიანად განშორდნენ ქრისტეს.“

     ჩვენ უნდა გვახსოვდეს,რომ ღვთის ნება არაა ადამიანი იყოს ცოდვის მონა,ღმერთს არ ესათნოება ადამიანი იყოს ამ საძაგელიჩვევის მონდა,იყოს თამბაქოზე დამოკიდებული.ქრისტიანი ადამიანი კატეგორიულად უნდა გაურბოდეს იმას რაც არ არის ღვთის ნება და რაც არ ესათნოება ღმერთს..."
         რას ფიქრობენ სხვა მღვდელ-მსახურები ამ თემასთან დაკავშირებით? 
   ... ერთ-ერთ საიტზე ( დააკლიკეთ) აღმოვაჩინეთ  ანა ნოდიას საინტერესო სტატია "რატომ  ითვლება სიგარეტის მოწევა  ცოდვად?" იოანე ღვთისმეტყველის  სახელობის ტაძრის დეკანოზის,  მამა გიორგი სხირტლაძის  ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ყველა მართმადიდებელი მწეველი არჩევანის წინაშე  დადგება - "უფლის სიყვარული" თუ "სასიკვდილო ცოდვა".
 "თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა...(ღირსი ამბროსი ოპტინელი)

"როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა .. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურებისათვის ემზადება, ამიტომაა რომ ბევრი ეწევა და ჩვენ დავიწვებით, ფერფლად ვიქცევით...(არქიმანდრიტი ამბროსი იურასოვი)

  "თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი - თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი - ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო... (მამა ალექსანდრე ელჩანინოვი) 
  გვინდა ავღნიშნოთ, რომ თამბაქო იმაზე მეტად მავნებელი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენ გვეგონა, რადგან იგი არა მხოლოდ ორგანიზმს ვნებს, არამედ სულიერ ზიანსაც გვაყენებს. სადამრიგებლო საათზე ყოველივე ეს ჩვენს კლასს წარვუდგინეთ, რის შემდეგაც ინფორმაცია სხვა კლასებშიც გავრცელდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ამრიგად, ვიმედოვნებთ რომ ჩვენი თანატოლები მიხვდებიან თამბაქოს მავნებლობის შესახებ და აღარ გახდებიან მასზე დამოკიდებულნი!
პირველი სიგარეტი-პირველი დაცემაა!
გავუფრთხილდეთ სულიერ სილამაზეს!