დასკვნა

 ბლოგზე  მუშაობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოდგა. საინტერესო იმით,რომ თამბაქოსერთი შეხედვით უწყინარი მცენარის შესახებ გავიგეთ ბევრი ისეთი რამ,რაც ჩვენთვის მანამდე უცნობი იყო. მაგალითად, თამბაქოს აღმოჩენის და გავრცელების  ისტორია. საინტერესო იყო ასევე გავცნობოდი თამბაქოს შემადგენლობას, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება  ამ მცენარის ავკარგიანობაზე :ნიკოტინი 1–4%, ნახშირწყლები 2–20%, ორგანული მჟავები 5–17%, ცილები 1–3%. პროექტისთვის   მიერ ჩატარებულმა კვლევამ,რომელიც მოიცავდა  თანატოლების ("თინეიჯერების") გამოკითხვას  აეროპორტის დასახლების  ტერიტორიაზე,ბევრი რამ სხვა თვალით დაგვანახა...ამ გამოკითხვის შედეგად დავადგინეთ  სიგარეტის მოწევის ძირითადი  მიზეზი: მოზარდების ცნობისმოყვარეობა   და ინტერესი თამბაქოს  მოხმარების მიმართ. დავგეგმეთ და შევიმუშავეთ პრობლემის გადაჭრის გზები იმ მიზნით, რომ  მოგვეძია, გაგვეანალიზებინა  და  გვესაუბრა   თანატოლებთან  თამბაქოს მოხმარების  შედეგად გამოწვეულ დაავადებებზე: კარიეს,სტომატიტი,კუჭის სეკრეცია,კუჭის წვენის მჟავიანობა, ათეროსკლეროზი,  ბრონქული ასთმა, ფილტვისა და ყელის კიბო- ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი წარმოშობაც მოწევას  უკავშირდება. სტატისტიკურმა მონაცემებმა იმის შესახებ,რომ მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი აღუპება(1 კაცი 10 წამში) ძალიან დაგვაფიქრა. ამიტომ ინდა  ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ  ნუ  დაიწყებენ  მოწევას, ნუ გაეხვევიან თამბაქოს ხაფანგში, აირჩიონ ცხოვრების ჯანსაღი წესი, გამოიჩინონ ინტერესი სპორტის მიმართ. ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული ვიდეორგოლი  და ჩატარებული სპორტული შეჯიბრებები. გვინდა ავღნიშნოთ, რომ პროექტის  შედეგად  რამოდენიმე  მწეველ-თინეიჯერმა გადადგა სწორი ნაბიჯი - შეამცირა სიგარეტის მოხმარება (ეტაპობრივათ), ჩაეწერნენ სპორტულ სექციებში (რაგბი და ფრენბურთი), ორმა დაიწყო სიარული ტრენაჟორის დარბაზში.
  თუკი   ბლოგის დათვალიერების შემდეგ ერთ ადამიანს მაინც გაუჩნდება სურვილი იმისა,რომ არ(ან აღარ) მოსწიოს, მაშინ  ჩავთვლი, რომ ვენ მიზანს მივაღწიეთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий