თემის აქტუალურობა

                                         
 ქართულ  სინამდვილეში სადღეისოდ სიტუაცია მეტისმეტად მძიმეათამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია
   ეწევიან ყველა ასაკში. შემაშფოთებელია ის გარემო, რომ მწეველთა რიცხვს ემატება მოზარდების დიდი რაოდენობა. 
   სამწუხაროდ, მოზარდებში თამბაქოს მოხმარების პრობლემა აქტუალურია.  
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. მოზარდთა 42,4% მწეველიაასეთია სტატისტიკოსთა განაჩენი. ახალგაზრდა მწეველთა ორგანიზმში უკვე დაწყებულია ფარულად მიმდინარე ავადმყოფური ცვლილებები, რომლებიც თავს მოგვიანებით იჩენს. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი სურვილი დავხმარებოდით ნორჩ მწეველებს ამ მძიმე სენის დაძლევაში. ჩვენი მიზანია; მომავალმა თაობამ გაიაზროს რამდენად მავნებელია თამბაქო მათი ჯანმრთელობისათვის.რომ მწეველი აყენებს ზიანს არამარტო საკუთარ თავს არამეტ გარშემომყოფ ხალხსაც...
                              დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი!

Комментариев нет:

Отправить комментарий