ეს ინფორმაცია მართლაც აღმაშფოთებელია.
მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ
ქვეყნებში
ცხოვრობს.
სწორედ
მათი
მოსახლეობის
ხარჯზე
იზრდება
გამუდმებით
მწეველთა
რიცხვი,
რომელმაც,
მსოფლიო
ბანკის
პროგნოზით,
2026 წლამდე
შეიძლება
1,6 მილიარდსაც
მიაღწიოს.
ჯანმრთელობის
მსოფლიო
ორგანიზაციის
მონაცემებით,
მოწევით
განპირობებული
დაავადებებით
ყოველწლიურად
4 მილიონი
კაცი
კვდება
(1 კაცი
ყოველ
8 წამში).
ეს
კიდევ
არაფერი;
თუ
არაფერი
შეიცვალა,
20 წლის
შემდეგ
სიგარეტი
მთელ
მსოფლიოში
სიკვდილისა
და
ინვალიდობის
უმთავრეს
მიზეზად
იქცევა
და
უფრო
მეტ
სიცოცხლეს
შეიწირავს,
ვიდრე
შიდსი,
ტუბერკულოზი,
ავტოსაგზაო
შემთხვევები,
მკვლელობა
და
თვითმკვლელობა
ერთად.
ცივილიზებულ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობაც და ერთ სულ მოსახლეზე სიგარეტის მოხმარებაც უფრო და უფრო მცირდება. მხოლოდ სიგარეტის
გაძვირებამ
ნიუ
იორკში
მწეველთა
რიცხვი
ერთი
წლის
განმავლობაში
ასი
ათასით
შეამცირა.
თანაც
სიძვირე
თურმე
პირველ
რიგში
დამწყებ
მწეველებს
აფრთხობს.
სადღეისოდ
საქართველოში
სიტუაცია
მეტისმეტად
მძიმეა
– თამბაქოს
საწინააღმდეგო
ეროვნული
ცენტრის
მონაცემებით,
საქართველო
ევროპის
ერთ-ერთ ყველაზე
მწეველ
სახელმწიფოდ
ითვლება.
აქ
მილიონ
შვიდასი
ათასი
მწეველია,
რაც
ქვეყნის
მოსახლეობის
მესამედზე
მეტია. უმძიმესი
ვითარებაა
მოზარდებს,
განსაკუთრებით
– გოგონებს
შორის,
სადაც
ბოლო
ხუთი
წლის
განმავლობაში
მწეველთა
მაჩვენებელი
9%–ით
გაიზარდა.
მოზარდთა
42,4% მწეველია
– ასეთია
სტატისტიკოსთა
განაჩენი.
Комментариев нет:
Отправить комментарий