ჯანსაღი
ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით შევქმენით ვიდეორგოლი. ჩვენ სკოლაში ბევრი სპორტსმენია, ამიტომაც ჩვენ მიერ მოძიებული და გადაღებული სურათებით გავაკეთეთ ვიდეო და გამოვაქვეყნეთ ინტერნეტ სივრცეში. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან ზეგავლენა მოახდინა როგორც პატარებზე ასევე უფროსებზე. მათ გამოიჩინეს
ინტერესი და დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით. ჩვენ დიდი იმედი
გვაქვს, რომ ისინი მიაღწევენ დასახულ მიზანს და გახდებიან საქართველოს ჩემპიონები.
ჩვენ გვსურს, რომ მათ სხვა ბავშვებიც შეუერთდნენ, ისინიც დაკავდნენ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით ჩაანაცვლონ სიგარეტი. დაიმახსოვრეთ: ,,თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!"
მოგესალმებით. ჩვენი ბლოგის შექმნის მიზანია: დავადგინოთ და განვიხილოთ პრობლემა, რომელიც უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას მოსწავლეებში და ხაზს უსვამს მის მავნე ზეგავლენას. გვსურს დავეხმაროთ თანატოლებს და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ხომ ლამაზია ჩვენი პლანეტა?! ყველამ დავიცვათ იგი თამბაქოს კვამლისგან, ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий