понедельник, 12 октября 2015 г.

კონფერენცია " პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე"

   კონფერენციის მიზანი: თამბაქოს წევის, როგორც მავნე ჩვევის გააზრება, ჯანმრთელობაზე ნიკოტინის უარყოფითი გავლენის აღქმა; თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
  კონფერენციას ესწრებოდნენ VII-XII კლასის მოსწავლეები, მოწვეული მწეველი თინეიჯერები, სკოლის დირექტორი ნათია სებისკვერაძე, მასწავლებლები, მანდატური, მოწვეული ექიმი, ფსიქოლოგი, მშობლები. კონფერენციის ჩასატარებლად მოვამზადეთ შესაბამისი მასალა. თავდაპირველად ვისაუბრეთ თამბაქოს წარმოშობაზე, შემდეგ დამსწრე საზოგადოებას გავაცანით თამბაქოს მავნე თვისებები და სტატისტიკური მონაცემები, მოვუწოდეთ ჩვენს თანატოლებს აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი.  გამოსვლებს თან ერთვოდა პრეზენტაცია, შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა.


 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ:
ექიმი-დერმატოლოგი ქ-ნი  ბელა წოწორია -  ხაზი გაუსვა იმ არასასურველ შედეგებზე, რაც თამბაქოს მოხმარებას შეიძლება მოჰყვეს;
სკოლის დირექტორი ქ-ნი ნათია სებისკვერაძე (ბიოლოგიის მასწავლებელი)- აღნიშნა რომ თამბაქო უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. მოუწოდა მოსწავლეებს, რომ არ გაეკარონ მას, რადგან თამბაქო უარყოფოთად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. გამოიყენა რესურსი, აჩვენა თუ როგორ აზიანებს თამბაქო სასიცოცხლო ორგანოებს.
კომფერენცია დასრულდა დისკუსიით. დისკუსიაში ჩაერთო ფსიქოლოგი,
ქიმიის მასწავლებელი ლია ცხოვრებაშვილი, მოწვეული სტუმრები. თანატოლებმა ისაუბრეს ცხოვრების ჯანსაღ წესზე და გამოთქვეს საკუთარი აზრი.


Комментариев нет:

Отправить комментарий