2001 წელს პარიზში ბასტილის ტერიტორიაზე, რომელიცაა ყველასთვის ცნობილი ალექსანდრე დიუმას რომანიდან, გაიხსნა მუზეუმი სრულიად უცნაური სახელწოდებით მოწევის მუზეუმი. მუზეუმის ფართობია 60 კვ. მეტრი. აქ ინახება სხვადასხვა ექსპონატები, ნამუშევრები, გრავიურები, მცენარეები - ყველაფერი, რაც მოწევის ისტორიას ასახავს. მუზეუმის დანიშნულებაც ესაა, რომ დამთვალიერებლებს გააცნონ მოწევის საინტერესო ისტორია, საიდან და როგორ დაიწყო ადამიანმა თამბაქოს გამოყენება და აჩვენონ უნიკალური კოლექცია, რომელიც შეაგროვა 31წლის ტიგრან ადანგმა.
აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმის ჩიბუხები და ტუბები, ყოველ მათგანს აქვს თავისი ისტორია.
უჩვეულო ექსპონატებს შორის არის შენობის ჰაერის გამწმენდი საშუალება, წისქვილი გამომმშრალი ფოთლებისათვის, შამანის თუთუნი ამაზონიდან...

2008 წელს მუზეუმში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით " კარიკატურა მწეველებზე". აქ იყო წარმოდგენილი ორიგინალური ტუშით მოხატული უნიკალური გრავიურები - მწეველების ჩიბუხით ან სიგარით კარიკატურული გამოსახულებები...
Комментариев нет:
Отправить комментарий